საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01- 2 /ნ
2011 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს № 281/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი 1
„ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 26 აგვისტოს № 281/ნ ბრძანების (სსმ III, 31.08.2009 წ., № 107 მუხ. 1231) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში (ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. სტანდარტი 5-ის (შეფასება, მომსახურების ინდივიდუალური გეგმა და შემთხვევის მართვა) აღსრულების მაჩვენებლიდან ამოღებულ იქნეს „ა ” ქვეპუნქტი.
2. სტანდარტი 6-ის ( ემოციური და სოციალური განვითარება) აღსრულების მაჩვენებლის „ი ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ბავშვს, მომსახურების მიზნების გათვალისწინებით, აქვს უფლება, იქონიოს პირადი ნივთები და მათი შენახვის ადგილი. ”.
3. სტანდარტი 13-ის (უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა) აღსრულების მაჩვენებლიდან ამოღებულ იქნას „ზ ” და „თ ” ქვეპუნქტები.
4. სტანდარტი 14-ის (მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო) აღსრულების მაჩვენებლიდან ამოღებულ იქნეს „დ ” და „ე ” ქვეპუნქტები.
5. სტანდარტი 15-ის (მართვა) აღსრულების მაჩვენებლიდან ამოღებულ იქნეს „ზ ” ქვეპუნქტი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ურუშაძე