"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
34
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-09
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016105
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპიური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 34

2011 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

„ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებაში ცვლილებებ ისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ტიპური დებულების დამტკიცებისა და სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №213 ბრძანებით (სსმ III, 31.01.2006 წ., №13, მუხ. 156) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება :

1. მე -2 მუხლის:

ა)  მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 4. სააგენტოს აფხაზეთისა და ცხინვალის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ „ე1 “, „ე2 “,      „ვ”, „ზ2 “, „ი“, „ი1 “, „ი2 “, „ი6 “ და „კ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, გარდა უცხოელთა რეგისტრაციის, რეგისტრაციიდან მოხსნისა და ბინადრობის მოწმობის გაცემისა.“;

ბ) 41 პუნქტი ამოღებულ იქნეს .

2. მე -5 მუხლის მე -8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახურის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება ქურთას თემით, ქალაქი ცხინვალით, ყოფილი ცხინვალის, ჯავისა და ყორნისის (ყოფილი ზნაური) რაიონებით, ერედვისა და თიღვის თემებით.“ .

3. მე -5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„ 81 . ამ მუხლის მე -8 პუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ტერიტორიებზე) საქართველოს იურის დიქციის სრულად აღდგენამდე, „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დევნილებზე, აგრეთვე ამ რეგიონში ამჟამად მცხ ოვრებ მოსახლეობაზე პირადობის მოწმობას გასცემს (შეცვლის) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ცხინვალის სამსახური.“ .

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია