„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
ქედის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-22
სარეგისტრაციო კოდი
270190000.35.134.016025
„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2011 წლის 28 თებერვალი

დ. ქედა

„ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 იანვრის №2 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №6; 19.01.08 გვ.6) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.

  საკრებულოს თავმჯდომარე                        ბ. დიასამიძე

დანართი

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

საკრებულოს თავმჯდომარე

2360

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1100

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

650

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

650

საკრებულოს აპარატის უფროსი

700

მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში –

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420

მთავარი სპეციალისტი საქმის წარმოებისა და

 საორგანიზაციო საკითხებში –

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი;

420

მთავარი სპეციალისტი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში –

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი

420

მძღოლი –  დამხმარე მოსამსახურე;

350

დამლაგებელი – დამხმარე მოსამსახურე

250

 

 

კრებსითი — სრული ვერსია