საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
1437
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1998-06-12
გამოქვეყნების თარიღი
1998-06-30
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ.) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამონაკლის შემთხვევებში „სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ" საქართველოს კანონით შესაძლებელია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, საქართველოს დედაქალაქისა და ქ. ფოთისათვის არაპირდაპირი გადასახადებიდან ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების განსაზღვრა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                        ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 12 ივნისი.

№1437-IIს

კრებსითი — სრული ვერსია