„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
736
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-05-28
გამოქვეყნების თარიღი
1997-07-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, 1996 წ.) 23-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპეციალური სახელმწიფო ფონდი წარმოადგენს ფინანსური რესურსების ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით. საქართველოში არსებული დამოუკიდებელი სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლისა და გასავლის შედგენა, დამტკიცება და შესრულება ხდება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტთან ერთად.

2. საქართველოში ფუნქციონირებენ შემდეგი სპეციალური სახელმწიფო ფონდები: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფისა და სამედიცინო დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, საქართველოს დასაქმების ერთიანი სახელმწიფო ფონდი და საქართველოს სახელმწიფო საგზაო ფონდი. ეს ფონდები მთლიანად კონსოლიდირებული არიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                        ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 28 მაისი.

№736-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია