„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
585
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1997-02-21
გამოქვეყნების თარიღი
1997-03-15
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 მაისის კანონში (“პარლამენტის უწყებანი”, №17, 1996წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 21-ე მუხლის პირველი აბზაციდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „მთლიანად”, ხოლო აბზაცს სიტყვის „შემოსავალში” შემდეგ დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა”.

2. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მხარეში” და „ანუ მხარის”.

3. 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის მეორე აბზაცს სიტყვის “ფუნქციონალური” შემდეგ დაემატოს სიტყვები “და ეკონომიკური”.

4. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ბოლო აბზაცი:

„სახელმწიფო გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ” საქართველოს კანონით დასაშვებია ავტონომიური რესპუბლიკებისათვის დამატებული ღირებულების გადასახადიდან, აქციზიდან და საბაჟო გადასახადიდან ანარიცხების გრძელვადიანი ნორმატივების განსაზღვრა”.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე.

თბილისი,

1997 წლის 21 თებერვალი.

№585-IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია