ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ქობულეთი
„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №32 დადგენილებაში (სსმ 12.01. 2011 წ.) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
2. 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
3. ქონების მართვისა და აგრარულ საკითხთა სამსახური შექმნილია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილების შესაბამისად.
3. ამოღებულ იქნეს თავი V.
4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ბერაძე