"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.131.016041
"ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ქობულეთი

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №34 დადგენილებაში (სსმ 12.01. 2011 წ. ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

2. 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

2. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 აგვისტოს №8 დადგენილების შესაბამისად.“.

3. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4.

6. სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეკისრება სამსახურის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს.“.

4. ამოღებული იქნეს თავი V.

5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           ნ. ბერაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია