ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება N23
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ხობი
„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ" ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 ოქტომბრის №10 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ №42 22.10.2010 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების დანართის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) ქმნის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას, ხელმძღვანელობს მას, ან ნიშნავს მის ხელმძღვანელს; ელექტრონული ტენდერისა და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შედეგების საფუძველზე, სატენდერო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, დებს ხელშეკრულებებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულთან;“;
ბ) დადგენილების დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის წევრი; დებს ხელშეკრულებებს გამარტივებულ შესყიდვებზე;“;
გ) დადგენილების დანართის მე-10 მუხლის პირველი ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამგებელს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.“;
დ) დადგენილების დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) ზედამხედველობის სამსახური.“;
ე) დადგენილების დანართის მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი:
„71. ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე.“.
2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე