ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-13
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.142.016017
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №4

2011 წლის 28 თებერვაალი

ქ. ნინოწმინდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :

    მუხლი 1

შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;

3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

განისაზღვროს და დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 0,50 ლარის ოდენობით;

ბ) განთავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0.20 ლარის ოდენობით თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 13.80 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.         

3. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  – კვარტალში 20 000 ლარის ოდენობით; 

ბ. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით;

გ. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით;

დ. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 40 000 ლარის ოდენობით;

ე. აზარტული ან/და მომგებიანი  თამაშობის მოწყობის  ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ  განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი  აზარტული  ან/და მომგებიანი  თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 000 ლარის ოდენობით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 17.01.2012წ.                        

    მუხლი 3

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 13 აპრილის №10 დადგენილება ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საკრებულოს თავმჯდომარე                    

ვ. სტამბოლციანი 

შეტანილი ცვლილებები:

1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 17.01.2012წ.

2. ძალადაკარგულია - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 23.02.2012წ.

კრებსითი — სრული ვერსია