`ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-22
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016051
`ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ~ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №55 დადგენილებაში (სსმ, 18.01.2011 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური სამშენებლო ინსპექცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურის მეთოდურ ხელმძღვანელობასა და მისი საქმიანობის მონიტორინგს.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია