ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2011 წლის 25 თებერვალი
დ. ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 3 თებერვლის №9 დადგენილებაში (სსმ, 11.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ ) გამგებლის თანაშემწე:
ბ.ა) უმაღლესი განათლება;
ბ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;
ბ.გ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი“;
2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ ) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში :
ზ . ა ) უმაღლესი განათლება ;
ზ . ბ ) „ არქიტექტურული საქმიანობის შესახებ “ საქართველოს კანონი ;
ზ . გ ) „ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ “ საქართველოს კანონი ;
ზ . დ ) „ ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ “ საქართველოს კანონი “.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ ) გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი :
გ . ა ) უმაღლესი ან საშუალო სპეციალური განათლება;
გ . ბ ) „ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ “ საქართველოს კანონი ;
გ . გ ) ,, სოციალური დახმარების შესახებ ” საქართველოს კანონი “.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ.თავართქილაძე