„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
09
მიმღები ორგანო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.115.016033
„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №09

2011 წლის 25 თებერვალი

დ. ლენტეხი

„ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები „ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ქონების მართვის და შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 დეკემბრის №32 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 21/01/2011):

ა). დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურეობრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მისი დავალებით, სამსახურის უფლება-მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე;”

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-განთავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“

გ) დადგენილების მე-3 მუხლში სიტყვა ,,მუნიციპალური” შეიცვალოს სიტყვით ,,მუნიციპალიტეტის.”

დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  ვ. ქურასბედიანი

 

კრებსითი — სრული ვერსია