საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №135
2011 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
,,სახიფათო და თანრიგიანი ტვირთის სახელმწიფოთაშორისი გადაზიდვის შესახებ“ შეთანხმების მოქმედების საქართველოს მიმართ შეწყვეტის თაობაზე
1. შეწყდეს საქართველოს მიმართ ,,სახიფათო და თანრიგიანი ტვირთის სახელმწიფოთაშორისი გადაზიდვის შესახებ“ 1993 წლის 23 დეკემბრის შეთანხმების მოქმედება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეატყობინოს დეპოზიტარს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების საქართველოს მიმართ მოქმედების შეწყვეტის თაობაზე.
მ. სააკაშვილი