„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-21
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.117.016045
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 17 თებერვალი

ქ. ამბროლაური

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                      16 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №10 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. საკრებულოს მორიგ სხდომას, თვეში ერთხელ მაინც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე კ. ფარჯანაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია