„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
12
მიმღები ორგანო
ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
200230000.35.144.016038
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2011 წლის 4 მარტი

ქ. ქარელი

„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის №8 დადგენილების დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:

ა) კარგ მიწაზე – 79 ლარი;

ბ) მწირ მიწაზე – 63 ლარი“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           პ. ღვინიაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია