„წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
20
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.155.016026
„წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ" წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2011 წლის 4 მარტი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ “ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

1. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №11 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ცნობა ტერიტორიული ორგანოდან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მითითებით“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 დ. მაჩიტიძე

 

          

კრებსითი — სრული ვერსია