„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
16
მიმღები ორგანო
წალკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-03-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.155.016022
„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2011 წლის 4 მარტი

ქ. წალკა

„წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილების დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

 1. შევიდეს ცვლილება „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილების დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმატივების ფარგლებში განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო“.

  2. ამოღებულ იქნეს „წალკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 თებერვლის №4 დადგენილების დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 დ. მაჩიტიძე

 

           

კრებსითი — სრული ვერსია