ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
111
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010170000.10.003.016272
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 11 1

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 29-ე მუხლების შესაბამისად დამტკიცდეს:

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა (დანართი № 1).

2. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება (დანართი № 2).

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

დანართი №1

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 1 დეკემბრის დადგენილება №4 85 - ვებგვერდი, 26.12.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 27 მარტის დადგენილება №63 - ვებგვერდი, 28.03.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის დადგენილება №422 – ვებგვერდი, 02.07.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 სექტემბრის დადგენილება №537 – ვებგვერდი, 08.09.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №640 – ვებგვერდი, 24.12.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის დადგენილება №479 - ვებგვერდი, 31.10.2016წ.

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29  დეკემბრის  დადგენილება №608 - ვებგვერდი, 30.12.2016წ.

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა

სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

იოსებ გოგაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

ხათუნა თოთლაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ივლიანე ხაინდრავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ირაკლი კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

ზვიად კვაჭანტირაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს;

სოფიო კილაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს;

უჩა ნანუაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველს.

დანართი № 2

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილებით.

2. ეს დებულება განსაზღვრავს საბჭოს უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

3. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. საბჭოს შემადგენლობა და დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

    მუხლი 2. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები

საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:

ა) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებულ პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებისა და რეკომენდაციების მომზადება;

გ) საქართველოს მთავრობის ინფორმირება რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 3. საბჭოს უფლებამოსილებანი

საბჭო უფლებამოსილია:

 ა) საქართველოს სამინისტროებისაგან, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;

 ბ) ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციასთან დაკავშირებით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები;

 გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები და მოიწვიოს ექსპერტები.

    მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზება

1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბჭოს თავმჯდომარე და სხვა წევრები.

2. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საბჭოს სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე.

3. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

5. საბჭო, როგორც წესი, იკრიბება წელიწადში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

    მუხლი 5. საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა

საბჭოს საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, დადგენილი წესით, იღებს საქართველოს მთავრობა.

კრებსითი — სრული ვერსია