საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
109
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-07
სარეგისტრაციო კოდი
120340000.10.003.016270
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №109

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ცალკეული მოძრავი ნივთების უსასყიდლოდ, მოხმარების მიზნით გადაცემის/მიღების თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნება დაერთოს:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავის ბალანსზე რიცხული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება – სამკურნალწამლო საშუალებები და კვების პროდუქტები, საკუთარი გადაწყვეტილებით, საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს, თავის ბალანსზე რიცხული ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახის ქონება, საჭიროების არსებობისას, მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს ამ დადგენილების ამოქმედებამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია