„რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2–143 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-36
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-07
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.032.016022
„რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2–143 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-36

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2–143 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 7 აგვისტოს №2–143 ბრძანებით დამტკიცებულ „რისკის ანალიზის ფარგლებში რისკის შეფასებისა და რისკის კომუნიკაციის პროცედურებ“–ში (სსმ III, 07.08.2006, №104, მუხ. 1408) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. რისკის შეფასებისას მეცნიერ-ექსპერტთა გადაწყვეტილების საფუძველზე კეთდება ყველა დაინტერესებული მხარისათვის ხელმისაწვდომი დასკვნა რისკის შეფასების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს.“

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის შეფასება სრულად და სისტემატურად უნდა განხორციელდეს დოკუმენტურად და დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს.“

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია