ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №12
2011 წლის 1 მარტი
დ. ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 326 მუხლის მე-6 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 7 აგვისტოს №7/1 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №118, 18.08.07. გვ. 5) შეტანილი იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის უფლებამოსილების განხორცილებისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა, ყოველთვიურად შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს წევრთათვის – 230 (ორასოცდაათი) ლარს.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე