"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის N12/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-04
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.037.016002
"საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის N12/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №2/ნ

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის №12/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის №12/ნ ბრძანებაში (სსმ III, 15.11.2010 წ., №149, მუხ.2116) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოქმედებს შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდეგში – საბჭო) კოორდინირებულად”.

2. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სისტემაში ჩაატაროს შესაბამისობის ოპერაციული და ფინანსური აუდიტი თემატური ან კომპლექსური ფორმით და განახორციელოს იგი გასვლითი ან კამერალური აუდიტის მეთოდით”.

3. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ამზადებს შიდა აუდიტის საქმიანობის წლიურ და სატრატეგიულ გეგმას და შესათანხმებლად წარუდგენს მინისტრს”.

4. დებულებიდან ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „მ” „ნ” „პ” ქვეპუნქტები.

5. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ჟ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) წარუდგენს მინისტრს და საბჭოს ანგარიშს, წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების შესახებ”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. ნიკოლაიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია