საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №113
2011 წლის 1 მარტი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №247 ბრძანებით (სსმ III, 31.03.2010, №33, მუხლი 557) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ვებრესურსების მართვის დეპარტამენტი.“.
3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ვებრესურსების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვებსაიტების კონცეფციის, ინფორმაციული არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;
ბ) ვებსაიტების ინფორმაციული მართვის სისტემის განვითარება;
გ) ვებსაიტების ინფორმაციული მართვა;
დ) კორპორატიული პორტალის განვითარება, ადმინისტრირება და ინფორმაციის მართვა;
ე) არსებული ვებსაიტების დიზაინის და სტრუქტურის კორექტირება;
ვ) ვებსაიტების პროგრამული უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.
კ. ბაინდურაშვილი