საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4255-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-01
სარეგისტრაციო კოდი
020000000.05.001.016168
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 255-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 255. ადვოკატი

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაში მონაწილე ადვოკატს უფლება აქვს: გაეცნოს საქმის ყველა მასალას; განაცხადოს შუამდგომლობანი; იმ პირის დავალებით, რომელმაც იგი მიიწვია, და მისივე სახელით შეიტანოს საჩივარი საქმის გამო მიღებულ დადგენილებაზე.

2. ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება იურიდიული კონსულტაციის მიერ გაცემული ორდერით.

3. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის სახდელის სახით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პატიმრობა ან ადმინისტრაციული პატიმრობა სხვა სახის სახდელთან ერთად, პირს, თუკი იგი გადახდისუუნაროა, უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნა.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან.

საქართველოს პრეზიდენტი          მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 25 თებერვალი.

№4255–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია