ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
93
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-16
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.123.016045
ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება № 93

               2011 წ ლის 23 თებერვალი               

ქ. ქუთაისი      

„ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და სახელმწიფო რწმუნებული ს-გუბერნატორის 2011 წლის 18 თებერვლის №მ-40/122 წერილობითი შენიშვნების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს :

მუხლი 1. შეტანილ იქნეს „ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილების №1 დანართში (ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დებულება ) ცვლილება: კერძოდ, დებულების მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი III. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.“ .

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            ა.ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია