თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება № 89
2011 წ ლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობისსაქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს აქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლები ს, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა ს აქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნი მუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილებაში (რომელიც გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში 2011 წლის 18 იანვარს ) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან, დადგენილებით დამტკიცებული №1 და №2 დანართების სათაურებიდან და №1 დანართის პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მესამე მუხლის მე-14 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოს თან – ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრთან თანამშრომლობა; “
3. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლები ს, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა ს აქალაქო სამსახურის ბეჭდის ნი მუშის დამტკიცების შესახებ) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი № 2 დადგენილებასთან ერთვის )
მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი№ 2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული
ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების , ძეგლთა დაცვისა და
ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ბეჭდის ნ ი მ უ შ ი