თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №86
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. ქუთაისი
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის –საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 44-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილების სათაურიდან, 1-ლი და მე-2 მუხლებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „საქალაქო“.
2. დადგენილების №1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულება) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის დებულება“.
3. დადგენილების №1 დანართის 1-ლი მუხლის (ზოგადი დებულებები) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშწყობას მერიის უფლებამოსილების ფარგლებში“.
4. შეიცვალოს დადგენილების №2 დანართი (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის ბეჭდის ნიმუში) და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
(დანართი №2 დადგენილებასთან ერთვის)
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხვადაგიანი
დანართი № 2
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო სამსახურის ბეჭდის
ნ ი მ უ შ ი