„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
142
მიმღები ორგანო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-03-01
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-01
სარეგისტრაციო კოდი
120260010.22.026.016041
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №142

2011 წლის 1 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ”საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №33 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006, №19, მუხ.234) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები – დანართი №1.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია