სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №4
2011 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. „სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შესახებ დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 22 ოქტომბრის №9 ბრძანების (სსმ III, 22.10.2010 წ., №136, მუხ. 1972) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:
„2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 აპრილამდე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი