ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №51
2011 წლის 25 თებერვალი
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბმისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 იანვრის №109 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ამოღებულ იქნეს დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი;
ბ) ამოღებულ იქნეს დადგენილების მესამე მუხლი.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვ. წიქორიძე