„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
23
მიმღები ორგანო
ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-11
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.143.016052
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2011 წლის 25 თებერვალი

ქ. ხაშური

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. „ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №14 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

     „მუხლი 2

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სტაჟირება – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება;

ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში;

გ) კანდიდატი – პირი, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარადგენს განაცხადს სტაჟირების შესახებ;

დ) უშუალო ხელმძღვანელი – ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე           დ. ლომიძე

კრებსითი — სრული ვერსია