„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
10
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-02
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.151.016029
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2011 წლის 23 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს     2010 წლის 20 დეკემბრის № 44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დამატებითი სამედიცინო მომსახურების თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის № 44 დადგენილებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი № 1-ის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობის, გამოკვლევის და გადაუდებელი ოპერაციული თუ თერაპიული მკურნალობის 100%-ით დაფინანსების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე, რაზედაც გამოსცემს ბრძანებას“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                     გ. მალანია

 

კრებსითი — სრული ვერსია