„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-23
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-02
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.151.016030
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

2011 წლის 23 თებერვალი

დ. სტეფანწმინდა

„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის             31 აგვისტოს № 22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 31 აგვისტოს № 22 დადგენილებით დამტკიცებულ „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.        მე-5 მუხლი ამოღებულია;

2.        მე-3 თავი ამოღებულია;

3.        მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ერთ-ერთი მოხელე“;

4.        მე-9 მუხლი ამოღებულია.

    მუხლი 2

 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე                   გ. მალანია

 

კრებსითი — სრული ვერსია