,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
85
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-05
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.219
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №85

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შე­საბამისად ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წ., №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ხუთი მოა­დგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინის­ტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.”.

2. დადგენილების პირველ პუნქტში აღნიშნული ცვლილება განხორციელდეს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით საქართველოს იუს­ტიციის სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარ­გლებში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                            ზ. ნოღაიდელი

კრებსითი — სრული ვერსია