„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
194
მიმღები ორგანო
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი
2011-02-24
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-28
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016006
„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური

სამსახურის უფროსის ბრძანება №194

2011 წლის 24 თებერვალი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483  ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის კონტრაქტის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2007 წლის 14 ივნისის №483 ბრძანებაში (სსმ III, 18.06.2007 წ., №83, მუხ. 899) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის შესახებ“ კონტრაქტის ნიმუშში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.     სამსახურის კადრების მთავარმა სამმართველომ საკონტრაქტო სამსახურში მისაღებ კანდიდატებთან კონტრაქტის გაფორმება აწარმოოს დანართით გათვალისწინებული ნიმუშის მიხედვით.“.

2.  ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.     კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს კადრების მთავარი სამმართველოს კურატორმა სამსახურის უფროსის მოადგილემ.“.

3.  კონტრაქტის ნიმუშის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.  თეორიულ-პრაქტიკული სწავლების პერიოდში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კონტრაქტორი სამსახურის კადრების მთავარი სამმართველოდან იღებს წერილობით შეტყობინებას, რასაც ადასტურებს ხელმოწერით.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თ. ჯანაშია

კრებსითი — სრული ვერსია