ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2011 წლის 23 თებერვალი
ქ. ხონი
„ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის „შრომის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 14 სექტემბრის №22 დადგენილებაში (დანართი №1) (სსმ V. 2010 წ., №22, მუხლი 1390) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 21 მარტის №30 დადგენილება”.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. გელენიძე