,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
83
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-05-04
გამოქვეყნების თარიღი
2005-05-05
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.217
,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №83

2005 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის გათვალისწინებით ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №47 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2004 წელი, №58, მუხლი 501) დამტკიცებულ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ო” ქვეპუნქტი:

,,ო) საქართველოს ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                         ზ. ნოღაიდელი

 

კრებსითი — სრული ვერსია