ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალციხე / პოსოფ–თურქგოზუს რაიონში სასაზღვრო გასასვლელის გახსნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
1995-07-31
გამოქვეყნების თარიღი
1998-03-13
სარეგისტრაციო კოდი
000000430.00.003.000135
ოქმი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალციხე / პოსოფ–თურქგოზუს რაიონში სასაზღვრო გასასვლელის გახსნის შესახებ

ოქმი

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ახალციხე / პოსოფ–თურქგოზუს რაიონში სასაზღვრო გასასვლელის გახსნის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ, მათ შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების ჩარჩოში, ბოლო პერიოდში, ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობის, ტურიზმის, მგზავრთა და ტვირთების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ხალხთა კეთილდღეობასა და ურთიერთთანამშრმოლობაში წვლილის შეტანის რწმენით, მიიღეს გადაწყვეტილება, გახსნან ახალი სასაზღვრო გასასვლელი ახალციხე/პოსოფ-თურქგოზუს რაიონში.

ამ მიზნით, მხარეები შეთანხმდენენ ახალი სასაზღვრო გასასვლელის გახსნის თაობაზე საზღვრის ნომერ 236/1 მონაკვეთზე.

ეს ოქმი შედგენილია ახალციხე/პოსოფ-თურქგოზუს სასაზღვრო გასასვლელზე, 1995 წლის 31 ივლისს, ორ ეგზემპლარად, ქართულ და თურქულ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

 

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

კრებსითი — სრული ვერსია