,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
101
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-23
სარეგისტრაციო კოდი
010220020.08.002.016168
,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №101

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

�გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, �გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 აპრილის №160 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №43, მუხ. 326) შეტანილ იქნეს დამატება და ცვლილება და ბრძანებულების პირველ პუნქტში:

ა) სიტყვების: �ვაჟა კიკნაძე � საჯარო სამართლის იურიდიული პირის � ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი� შემდეგ დაემატოს სიტყვები: �ირაკლი კახიძე � საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე�;

ბ) სიტყვები: �ირაკლი ლეჟავა � საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის უფროსი� შეიცვალოს სიტყვებით: �ირაკლი ლეჟავა � საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კურატორი�.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია