,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
99
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-23
სარეგისტრაციო კოდი
480040030.08.002.016166
,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №99

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

„ საზღვარგარეთ საქარ თ ველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შ ესახებ ” საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის № 367 ბრძანებულებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ საზღვარგარეთ საქ ა რთველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საზღვარგარეთ საქართველოს დ ი პლომატიური წარმომადგენლობების (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობებისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება: ,,საქართველოს საელჩო“ და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.“;

ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის:

ბ.ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკაში.“;

ბ.ბ) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქც ი ით:

„27. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც აკრედიტებულია ასევე კუბის რესპუბლიკაში.“;

ბ.გ) 48-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:

„48. საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასა და მონღოლეთში.“.

2. ეს ბ რ ძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია