„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №2–152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-33
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
340120000.22.032.016021
„ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №2–152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-33

2011 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

 „ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის         28 სექტემბრის №2-152 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:   

1. „ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის №2-152 ბრძანებით (სსმ III, 05.10.2007 წ., №139, მუხ. 1531) დამტკიცებული ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში რეგისტრირებული პესტიციდების/აგროქიმიკატების საქართველოში რეგისტრაციისათვის დამატებითი მოთხოვნების (დანართი №1) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. სარეგისტრაციო ორგანო – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.“.          

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

კრებსითი — სრული ვერსია