„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №2–110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
2-22
მიმღები ორგანო
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
340080000.22.032.016012
„განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №2–110 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-22

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„ განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის            2008 წლის 7 ივლ ისის №2-110 ბრძანებაში ცვლილებ ების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად , ვბრძანებ:

1. „განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 წლის 7 ივლისის №2-110 (სსმ III, 16.07.2008, №101, მუხ.1131) ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე;“.

ბ) განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე ქართული მეთაფლე ფუტკრის (APIS MELLIFERA L.) ახალი ჯიშის მიმართ მოთხოვნების და გამოცდის მეთოდების (დანართი №1) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „ ფუტკრის ახალი ჯიშის (პოპულაცია, ხაზი, კროსი) გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდას ატარებს „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული აკრედიტირებული პირი.“ .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია