„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
15
მიმღები ორგანო
მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-28
სარეგისტრაციო კოდი
010320010.35.153.016043
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №15

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე,

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :

    მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №6 დადგენილებაში, კერძოდ, დადგენილებით დამტკიცებულ №2 დანართში ჩასწორდეს კორექტორული შეცდომა და ნაცვლად ეროვნული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“,  ჩაიწეროს “ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე                              ა. კალანდაძე               

    

 

კრებსითი — სრული ვერსია