საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2004-03-03
გამოქვეყნების თარიღი
2012-07-06
სარეგისტრაციო კოდი
010.220.000.10.003.000.002
საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №2

2004 წლის 3 მარტი

 ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საქართველოს მთავრობის კანცელარია და დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანდართული დებულება და სტრუქტურა.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს საქართელოს მთავრობის კანცელარიის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 200 4 წლის 13 აპრილის დადგენილება  № 16 -სსმ III, № 41 , 20 .0 4 .20 04 წ; მუხ. 335

2 . საქართველოს მთავრობის 200 4 წლის 10 ივლისის დადგენილება  № 58 -სსმ III, № 70 , 12 .0 7 .20 04 წ; მუხ. 625

3 . საქართველოს მთავრობის 200 4 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  № 89 -სსმ III, № 120 , 26 . 10 .20 04 წ;  მუხ. 1040

4 . საქართველოს მთავრობის 200 4 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  № 93 -სსმ III, № 120 , 26 . 10 .20 04 წ; მუხ. 1045

5 . საქართველოს მთავრობის 200 4 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  № 126 -სსმ III, № 156 , 31 . 12 .20 04 წ; მუხ. 1438

6 . საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 28 იანვრის დადგენილება  № 17 -სსმ III, № 13 , 04 . 02 .20 05 წ; მუხ. 130

7 . საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 28 იანვრის დადგენილება  № 24 -სსმ III, № 13 , 04 . 02 .20 05 წ; მუხ. 137

8 . საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 1 ივნისის დადგენილება  № 97 -სსმ III, № 67 , 02 . 06 .20 05 წ; მუხ. 715

9 . საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 1 ნოემბრის დადგენილება  № 191 -სსმ III, № 128 , 02 . 11 .20 05 წ; მუხ. 1425

10 . საქართველოს მთავრობის 200 5 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  № 239 -სსმ III, № 153 , 30 . 12 .20 05 წ; მუხ. 1698

11 . საქართველოს მთავრობის 200 6 წლის 26 იანვრის დადგენილება  № 17 -სსმ III, № 11 , 27 . 01 .20 06 წ; მუხ. 128

12 . საქართველოს მთავრობის 200 6 წლის 9 თებერვლის დადგენილება  № 32 -სსმ III, № 19 , 10 . 02 .20 06 წ; მუხ. 228

13 . საქართველოს მთავრობის 200 8 წლის 20 თებერვლის დადგენილება  № 31 -სსმ III, № 28 , 22 . 02 .20 08 წ; მუხ. 299

14 . საქართველოს მთავრობის 200 8 წლის 8 მარტის დადგენილება  № 44 -სსმ III, № 37 , 10 . 03 .20 08 წ; მუხ. 402

15. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის  დადგენილება  №90-სსმIII, №55, 11.04.2008წ; მუხ.637

16. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმIII, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

17. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის  დადგენილება  №11-სსმIII, №16, 13.02.2009წ; მუხ.194

18. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის  დადგენილება  №38-სსმIII, №23, 04.03.2009წ; მუხ.295

19. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  დადგენილება  №56-სსმIII, №38, 27.03.2009წ; მუხ.429

20 . საქართველოს მთავრობის 200 9 წლის 28 მაისის  დადგენილება  № 103 -სსმIII, № 66 , 01 . 06 .20 09 წ; მუხ. 732

21 . საქართველოს მთავრობის 20 10 წლის 27 იანვრის  დადგენილება  № 17 -სსმIII, № 10 , 28 . 01 .20 10 წ; მუხ. 108

22. საქართველოს მთავრობის 20 10 წლის 11 მაისის  დადგენილება   № 133 -სსმIII, № 54 , 13 . 05 .20 10 წ; მუხ. 833

23. საქართველოს მთავრობის 20 1 1 წლის 27 ივნისის დადგენილება № 258 - ვებგვერდი,29.06.2011წ.

24. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №455 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

25. ძალადაკარგულია – საქართველოს მთავრობის 201 2 წლის 6 ივლისის დადგენილება № 244 - ვებგვერდი, 06. 07 .201 2 წ.

 

საქართველოს მთავრობის კანცელარიის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავრობის კანცელარია იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, ანალიტიკური, ინფორმაციული და სხვა მასალების მომზადების, აგრეთვე მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის მიზნით.

2. მთავრობის კანცელარია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.

3. მთავრობის კანცელარიას აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, საკუთარი ბლანკი და ანგარიში ხაზინაში.

4. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო რიცხოვნობას ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.

    მუხლი 2. საქართველოს მთავრობის კანცელარიის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს მთავრობის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობის მიზ-ნით მთავრობის კანცელარია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებისათვის პირობების შექმნას;

ბ) სამინისტროების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროების სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციისა და კონტროლის ორგანიზების ხელშეწყობას;

გ) სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობასა და მონიტორინგს;

დ) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას;

ე) მინისტრებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტების გაუქმების შესახებ დასკვნების მომზადებას;

ვ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებათა პროექტების მომზადებასა და სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის სფეროში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას;

ი) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა ინსტიტუტებთან;

კ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა კოორდინაციას;

ლ) საქართველოს მთავრობის სხდომების მომზადებას რეგლამენტით დადგენილი წესით;

მ) საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული სათათბირო ორგანოების სხდომების გამართვის, განსახილველი საკითხებისა და დღის წესრიგის პროექტების მომზადებას;

ნ) სათათბირო ორგანოების – კომისიებისა და საბჭოების საქმიანობის კოორდინაციას, მონიტორინგსა და ხელშეწყობას;

ო) სამთავრობო პროგრამების შემუშავებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ პროგრამების შესრულების კონტროლს;

პ) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობას;

ჟ) საკონსტიტუციო, უზენაეს და საერთო სასამართლოებში საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლობას;

რ) სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ს) დოკუმენტების მიღებას, დამუშავებასა და მათთან დაკავშირებულ დავალებათა შესრულებას;

ტ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლს;

უ) ცალკეული ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ინფორმაციის, საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ფ) კანონპროექტების მომზადებას;

ქ) ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკის თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს;

ღ) წარმომადგენლობას ანტიკორუფციულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში;

ყ) კორუფციულ დანაშაულობათა სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზს და კოორდინირებულ თანამშრომლობას ანტიკორუფციული კუთხით მომუშავე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან;

შ) ელექტრონული მმართველობის განვითარების სფეროში სახელმწიფო უწყებათა საქმიანობის კოორდინაციას;

შ1) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების მდგომა­რე­ობ­ის და პროგნოზული პარამეტრების ანალიზს, აღნიშნულის თაობაზე და­ს­­კვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრე­­მიერ‑­მინის­ტ­რი­სათვის წარდგენას; ძირითადი მონაცემებისა და მი­­მართულ­ებე­ბ­ის დოკუმენტით გათვალისწინებული ფისკალური და მონეტარული პო­ლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და სა­შ­უ­ა­­ლოვადიანი სტრა­ტეგიების ანალიზს; საგადასახადო პოლიტიკის გან­­ხორ­ციე­ლე­ბის, გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე წი­ნა­და­დებების შე­მუშავებას; ბიზნესის წახალისების, საინვესტიციო პო­ლი­ტიკის გან­ხორციელებისა და უცხოური საინვესტიციო რესურ­სე­ბის მო­ზ­იდ­ვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას და საქარ­თ­ვე­ლოს პრემიერ-მი­ნის­ტ­რისათვის წარდგენას; საქართველოსა და სა­­ზ­ღ­ვარგარეთის ქვეყნებში ფის­კალური პოლიტიკისა და მისი გან­ხორ­­­ცი­ელების ანალიზს;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტის ხელშეწყობას.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება  №191-სსმ III, №128, 02.11.2005წ; მუხ.1425

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის დადგენილება  №32-სსმ III, №19, 10.02.2006წ; მუხ.228

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №28, 22.02.2008წ; მუხ.299

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმ III, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  დადგენილება  №17-სსმ III, №10, 28.01.2010წ; მუხ.108

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №258-ვებგვერდი,29.06.2011წ.

    მუხლი 3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურუ­ლი ერ­თეუ­ლებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუ­ფი (დეპარტამენტი);

ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დე­პარტამენტი);

კ) ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარ­ტა­მენ­ტი);

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;

მ) შიდა აუდიტის სამსახური ;

ნ) ქ. ქუთაისში საქართველოს მთავრობის სახლის ადმინისტ­რა­ცია.

2. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურაში (დეპარტამენტში) ქვედანაყოფის სახით შეიძლება შეიქმნას სამმართველო.

3. პრემიერ-მინისტრის აპარატის შემადგენლობაშია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პროტოკოლის სამსახური და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.

4. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული მოწყობის თაობაზე წინადადებებს ამზადებს მთავრობის კანცელარიის უფროსი და წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს შესაბამისი გადაწყვეტილების დადგენილი წესით მიღების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის დადგენილება  №16-სსმ III, №41, 20.04.2004წ; მუხ.335

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის დადგენილება  №58-სსმ III, №70, 12.07.2004წ; მუხ.625

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №89-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1040

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №126-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1438

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის დადგენილება  №17-სსმ III, №13, 04.02.2005წ; მუხ.130

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 იანვრის დადგენილება  №24-სსმ III, №13, 04.02.2005წ; მუხ.137

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 ივნისის დადგენილება  №97-სსმ III, №67, 02.06.2005წ; მუხ.715

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №28, 22.02.2008წ; მუხ.299

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმ III, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის  დადგენილება  №11-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.194

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის  დადგენილება  №56-სსმ III, №38, 27.03.2009წ; მუხ.429

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის  დადგენილება  №103-სსმ III, №66, 01.06.2009წ; მუხ.732

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  დადგენილება  №17-სსმ III, №10, 28.01.2010წ; მუხ.108

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის  დადგენილება  №133-სსმ III, №54, 13.05.2010წ; მუხ.833

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 ივნისის დადგენილება №258-ვებგვერდი,29.06.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №45 5 - ვებგვერდი, 06.12.2011წ.

    მუხლი 4. მთავრობის კანცელარიის ხელმძღვანელობა

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იგი ასევე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს მთავრობის შენობაში.

2. მთავრობის კანცელარიის მიმდინარე საქმიანობას ხელმძღვანელობს კანცელარიის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

3. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს ჰყავს სამი მოადგილე. საქართველოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსის მოადგილე იმავდროულად შეიძლება იყოს მთავრობის კანცელარიის დეპარტამენტის უფროსი. საქარ­თვე­ლოს მთავრობის კანცელა­რიის უფროსის მოადგილეს თა­ნა­მდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­ქარ­თველოს პრემიერ-მი­ნის­ტრი საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის წარ­დგინებით.

4. (ამოღებულია).

5. მთავრობის კანცელარიის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;

ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებსა და საშტატო ნუსხას;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დასანიშნავად წარუდგენს საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, გარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის კომპეტენციას მიკუთვნებული თანამდებობის პირებისა;

ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მთავრობის კანცელარიის მოსამსახურეთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ახორციელებს მათ წახალისებასა და მათ მიმართ დისციპლინური სახდელების გამოყენებას;

ზ) განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციურ მოვალეობებს;

თ) განკარგავს მთავრობის კანცელარიის ფინანსურ სახსრებს;

ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტს – ბრძანებას;

კ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში, ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების დანართებს;

ლ) ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტაციას და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში გამოდის მთავრობის კანცელარიის სახელით;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით, მთავრობის კანცელარიის დებულებითა და პრემიერ-მინისტრის მიერ მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის დადგენილება  №16-სსმ III, №41, 20.04.2004წ; მუხ.335

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 ივლისის დადგენილება  №58-სსმ III, №70, 12.07.2004წ; მუხ.625

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №89-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1040

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №93-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1045

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის დადგენილება  №17-სსმ III, №11, 27.01.2006წ; მუხ.128

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 20 თებერვლის დადგენილება  №31-სსმ III, №28, 22.02.2008წ; მუხ.299

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 მარტის დადგენილება  №44-სსმ III, №37, 10.03.2008წ; მუხ.402

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 აპრილის  დადგენილება  №90-სსმ III, №55, 11.04.2008წ; მუხ.637

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმ III, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 მარტის  დადგენილება  №38-სსმ III, №23, 04.03.2009წ; მუხ.295

    მუხლი 5. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები

1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს კანცელარიის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. საქართველოს მთავრობის პარლამენტთან ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებულ საქმიანობას საპარლამენტო მდივნის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსი. საპარლამენტო მდივანი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.

3. მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) მთავრობის კანცელარიის სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც კანცელარიის, ამ ერთეულის დებულების, პრემიერ-მინისტრისა და კანცელარიის უფროსის დავალებათა შესაბამისად უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, ამავე დროს, პასუხისმგებელია კანცელარიის ხელმძღვანელობის წინაშე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვანი შესრულებისათვის;

ბ) კანცელარიის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელთა კანდიდატურებს;

გ) ამზადებს და კანცელარიის უფროსს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს, განსაზღვრავს თანამშრომელთა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და უზრუნველყოფს მათი შესრულების კონტროლს;

დ) ხელს აწერს სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას;

ე) უფლებამოსილია სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, საჭირო დოკუმენტაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) კანცელარიის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე;

ზ) ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 13 აპრილის დადგენილება  №16-სსმ III, №41, 20.04.2004წ; მუხ.335

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №89-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1040

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმ III, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 10 თებერვლის  დადგენილება  №11-სსმ III, №16, 13.02.2009წ; მუხ.194

    მუხლი 6. საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები

საქართველოს მთავრობის კანცელარიის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.

    მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის დადგენილება  №239-სსმ III, №153, 30.12.2005წ; მუხ.1698

საქართველოს მთავრობის 2008 წლის 6 აგვისტოს  დადგენილება  №171-სსმ III, №115, 11.08.2008წ; მუხ.1243

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის  დადგენილება  №17-სსმ III, №10, 28.01.2010წ; მუხ.108

    მუხლი 8. (ამოღებულია )

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 23 ოქტომბრის დადგენილება  №89-სსმ III, №120, 26.10.2004წ; მუხ.1040

საქართველოს მთავრობის 2004 წლის 31 დეკემბრის დადგენილება  №126-სსმ III, №156, 31.12.2004წ; მუხ.1438

კრებსითი — სრული ვერსია