,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
84
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-02-16
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-18
სარეგისტრაციო კოდი
010340000.08.002.016161
,,საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №84

2011 წლის 16 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის № 941 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) №1 დანართის „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსსა და მის მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებსა და თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) უფროსს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილეს, ამავე სამსახურის პროტოკოლის სამმართველოს მოხელეებს;”;

ბ) №2 დანართის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერს, საქართველოს პრეზიდენტის სამდივნოს (სამსახური) მოხელეებს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის არა უმეტეს 10 თანამშრომელს – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის წარდგინების საფუძველზე;”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია