საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს დეკლარაცია

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
1993-06-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-09
სარეგისტრაციო კოდი
000000430.00.003.000013
საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს დეკლარაცია

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს

დეკლარაცია

საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდიელოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავეს შემდეგი დეკლარაცია:

(1) ისინი ადასტურებენ თავიანთ ვალდებულებებს დაიცვან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ჰელსინკის დასკვნითი აქტი, ახალი ევროპისათვის პარიზის ქარტიისა და ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის თათბირის სხვა დოკუმენტები.

(2) ისინი ადასტურებენ თავიანთ განზრახვას განავითარონ როგორც ორმხრივი, ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობა, განსაკუთრებით, პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროში.

(3) ისინი მზად არიან, ჩაატარონ კონსულტაციები როგორც ორთავე მხარისათვის საინტერესო, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებზე.

(4) თავიანთი კანონმდებლობის შესაბამისად ისინი მხარს დაუჭერენ ორივე ქვეყნის მოქალაქეებსა და დაწესებულებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარებასა და შემდგომ განვითარებას.

ეს დეკლარაცია წარმოადგენს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის მთავრობას შორის მიღწეულ შეთანხმებებს.

ხელმოწერილია ქ.თბილისში, 1993 წლის 14 ივნისს ორ ეგზემპლარად, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის სახელით

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სახელით

კრებსითი — სრული ვერსია