`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
75
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-15
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-21
სარეგისტრაციო კოდი
190020020.10.003.016236
`2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ~ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2011 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

„2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 დეკემბრის №423 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურის ან/და ფუნქციების ცვლილებებთან, აგრეთვე ახალი საბიუჯეტო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მომზადების დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ამ სამართლებრივი აქტის მიღება გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს.“.

2. დადგენილების მე-3 მუხლით გათვალისწინებული №2 დანართის შევსების ინსტრუქციის პუნქტი – „ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ

აღნიშნულ სტრიქონში ჩაიწერება, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება დამატებითი საბიუჯეტო ხარჯები (რა ღონისძიებების გატარების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია ან/და დაფინანსების სხვა წყაროები).“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი              ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია