,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
21/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-18
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-22
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016058
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის N44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №21/ნ

2011 წლის 18 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფარასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №44 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2009, №11, მუხ. 114) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატება და

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1”, „თ2”, „თ3”, „თ4”, „თ5” და „თ6” ქვეპუნქტები:

„თ1) სამინისტროს საინფორმაციო საჭიროებებიდან გამომ­დინა­რე განახორციელოს სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

თ2) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბული პროექტებისა და პროგრამების შედეგების კვლევის და­გეგმვა;

თ3) უზრუნველყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, სამინისტროს მიერ განხორციელე­ბუ­ლი პროექტებისა და პროგრამების შედეგების უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით კვლევა;

თ4) შეიმუშაოს განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორები;

თ5) უზრუნველყოს თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

თ6) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის საქმიანობაში თანამედროვე საინფორმა­ციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამი­ნის­ტროს სისტემის გამართულ ფუნქციონირებისათვის ხელშეწყო­ბას.”.

ბ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტოს მიმდინარე საქმიანობას წარმართავს სააგენტოს დირექტორი, რომელიც იმავდროულად არის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე. სააგენტოს დირექტორს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”.

გ) მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. სააგენტოს დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს სააგენტოს დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

კრებსითი — სრული ვერსია