შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2006-04-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-06-21
სარეგისტრაციო კოდი
480210000.03.030.000592
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

შეთანხმება

საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ

ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით, საქართველოს მთავრობა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა შეთანხმდნენ შემდეგზე:

    მუხლი 1

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა უსასყიდლო დახმარების სახით გადასცემს საქართველოს მთავრობას 20 მილიონ ჩინურ იუანს.

    მუხლი 2

ზემოაღნიშნული სახსრები გამოყენებულია ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტისათვის, რომელიც შეთანხმებილია ორი ქვეყნის მთავრობების მიერ. კონკრეტული საკითხები გათვალისწინებული იქნება მხარეთა მიერ დამატებით შეთანხმებაში.

    მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმების მიხედვით, ანგარიშების წარმოების წესი დამატებით შეთანხმდება ჩინეთის განვითარების ბანკსა და ორგანიზაციას შორის, რომელიც სათანადოდ უფლებამოსილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ.

    მუხლი 4

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე და მოქმედებს მხარეთა მიერ მათი წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.

შესრულებულია ქალაქ პეკინში 2006 წლის 11 პარილს , ორ პირად, თითოეული ქართულ, ჩინურ და რუსულ ენებზე. ყველა ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია.

 

საქართველოს მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის სახელით

(ხელმოწერილია)

კრებსითი — სრული ვერსია